მულტიკულტურულ გარემოში წარმოქმნილ კონფლიქტები მოვაგვაროთ თანამშრომლობით
მულტიკულტურული გარემო,
ესეიგი გარემო სადაც თანაარსებობს რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული კულტურა
(ენით, ტანისმოსით, რელიგიით, ეროვნებით, რასით). ზოგჯერ ადამიანები უბრალოდ ვერ იღებენ
ან არ არიან ტოლერანტნი თავიანთი კულტურისაგან განსხვავებული კულტურის მქონე ადამიანების
მიმართ. ვერ ეგუებიან განსხვევებულ ენას, კანის ფერსა და ჩაცმულობას, ჰგონიათ, რომ
ფერადკანიანი ან განსხვავებული ორიენტაციის პიროვნება მათ ტრადიციებს შელახავს და წართმევს,
რაც არ მოსწონთ და ცდილობენ როგორმე განირიდონ ესეთი ადამიანები. ძალადობით, მუქარით,
შანტაჟითა თუ სხვა.
აქედან გამომდინარე, მულტიკულტურულ
გარემოში ხშირად იქმნება კონფლიქტი სხვადასხვა კულტურის მქონე ადამიანთა შორის, რომელსაც
თან ზდევს არასასურველი და უარყოფით შედეგები. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ შენს რელიგიას, ტრადიციასა და კულტურას არავინ წაგართმევს
ხალხს, რომელთაც ეს პირიქით ჰგონიათ ჩვენ უნდა გავააზრებინოთ საერთო ენის გამონახვით,
საუბრებითა და მათთან მეგობრობით. ასევე ძლიერ მნიშვნელოვანია ადამიანებმა ტოლერანტობა,
მეგობრობა, კაცთმოყვარეობა, რასაც ვაჟა შაველაც წერს თავის მოთხრობაში ,,კლდემ მხოლოდ
ერთხელ სთქვა“ კლდის სიტყვებით ,,გიყვარდეთ კაცნო ერთმანერთი“ და ურთიერთგაგება სკოლის
ასაკშივე გათვითცნობიერონ და მიეჩვიონ მულტიკულტურულ გარემოს, რათა პრობლემებმა ზრდასრულ
ასაკში არ იჩინოს თავი.
No comments:
Post a Comment